Saturday, April 3, 2010

რა არის ხელოვნება?


ამ საკითხზე პასუხის გაცემა ერთსა და იმავე დროს ადვილიცაა და ძნელიც. ყველაზე იოლია, უბრალოდ ითქვას: ხელოვნება ესაა მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, არქიტექტურა, მაგრამ ეს მარტოოდენ ჩამოთვლაა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა. გაცილებით ძნელია კოგიკური განსაზღვრების ჩამოყალიბება, ანუ მოძიება იმ საერთოსი, რაც საფუძვლად უდევს თითოეულ მათგანს.
მართლაცდა რატომ ვაერთიანებთ მათ ,,ხელოვნების” ცნებაში? ისინი, ხომ აგრერიგად განსხვავებულნი არიან?!
რა საერთო აქვს. აბა რომანსა და ქანდაკებას, სიმფონიასა და ნახატს, კინოფილმსა და არქიტექტურულ ნაგებობას?
შესაძლოა ასეც ითქვას: ხელოვნება ესაა ადამიანის ესთეტიკური ქმედება. წერს რომანს თუ სურათს ხატავს, ცეკვავს თუ აპროექტებს მონუმენტს _ იგი ქმნის ესთეტიკურ ღირებულებას. ეს უკვე ჰგავს განსაზღვრას, მაგრამ რაღა თავად ესთეტიკური ქმედება?
ჩვენ შეგვიძლია ამ კითხვას ასე ვუპასუხოთ: ესთეტიკური ქმედება ხორციელდება მშვენიერების კანონებზე დაყრდნობით, მიმართულია მშვენიერების შესაქმნელად და იწვევს დადებით ემოციებს.
ეს სწორი გამონათქვამი ბუნდოვანებით იქნება მოცული.... განა მშვენიერებისადმი სწრაფვა არ ვლინდება მეცნიერებასა, შრომასა და საერთოდ ყოველდღიურ ყოფაში? ყოველგვარი შემოქმედება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ხომ წარმოადგენს მშვენიერების კანონებზე აგებულ შემოქმედებას....
სიხარულს, აღელვებას, სიცილს, სიბრალულის ემოციებს ხომ მარტო ხელოვნება არ იწვევს....